ექსელენთი პრივატული სივრცეა, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერი ტიპის დახურულ წვეულებას: ნიშნობას, ქორწილს, პრეზენტაციას, გამოსაშვებ საღამოს, დაბადების დღეს თუ მეგობრების შეკრებას.
აქ დაგხვდებათ უნიკალური პროდუქტები, მაღალი დონის სერვისი, საუნები და სპა ზონა, რაც თქვენს ღონისძიებას განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
აღსაღნიშნავია, რომ ექსელენთ სივრცის სტუმრებს ასევე სრულად აქვთ წვდომა აკვაპარკსა და სპა სივრცეზე.

24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით.

ფინური საუნის ცხელი ჰაერი წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას და ეხმარება სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაღწევაში. ის ათავისუფლებს ტოქსინებს, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სტრესს და აფუფხვიერებს განწყობას. კანი ხდება უფრო ჯანმრთელი, გლუვი და ლამაზი
ტენიანობა: 40% | 95-98˚C | 10 წუთამდე

100%-იანი ორთქლის საუნა, ინჰალაციის ეფექტით. აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ხდის ბრძოლისუნარიანს ვირუსების წინააღმდეგ, ხსნის სასუნთქ გზებს და ასუფთავებს ფილტვებს.
42–44°C | 100% ტენიანობა | 10–25 წუთი

არომატული ბალახებით რელაქსაცია და თერაპია, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და ანტიცელულიტური ეფექტით.
45–55°C | 55–60% ტენიანობა | დრო: 15 წუთამდე

ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა ძლიერი სიცივით ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აჩქარებს უჯრედების განახლებასა და ნივთიერებათა ცვლას.
ეს ყველაფერი დიდი რაოდენობით ენდორფინს გამოყობს ორგანიზმში.

აბაზანა ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით.
აქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი.

ცხელი და ცივი წყლის კომბინაციაა, რომელიც ეხმარება კანს და კუნთებს გამკვრივებაში.
არაჩვეულებრივია სისხლძარვებისთვის. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.